საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით, სიკვდილის შემდეგ აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები დააჯილდოვა. ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანთა დეპარტამენტში გაიმართა.