როგორ დახარჯეს მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის სარეზერვო ფონდი? ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდის ჯამი 700 ათას ლარზე მეტია.
ფონდს მერები განკარგავენ და ძირითადად ფორსმაჟორულ ვითარებაში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულებს ხმარდება. სარეზერვო ფონდის თანხა მიმდინარე წლისთვის თითქმის იდენტურია 2017 წლის ბიუჯეტთან, თუმცა როგორც ადგილობრივ მთავრობებში გვეუბნებიან საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება.