წითელას ვირუსის გაზრდილი შემთხვევები

16 იანვარი 2018, 00:00 2711 ნახვა

 აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს.

წითელას  სიმპტომებია  მაღალი სიცხე,  გამონაყარი და ყელის ტკივილი. 

ცენტრის წარმომადგენლები, მოსახლეობას ინფექციის მატარებელთან კონტაქტის შემთხვევაში დროული აცრისკენ მოუწოდებენ. 14 წლამდე აუცრელი ბავშვებისა და 30 წლამდე ნახევრად აცრილი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია უფასოა.

წინა წლებთან შედარებით რეგიონში  წითელას შემთხვევები გაზრდილია.  ბოლო 3 თვის განმავლობაში 50-ზე მეტი  შემთხვევა გამოვლინდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი