ჯანდაცვის ცენტრის გაფრთხილება: ''წითელას ვირუსი გახშირდა''

15 იანვარი 2018, 00:00 5826 ნახვა

რეგიონში წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს.

წითელას  სიმპტომებია  მაღალი სიცხე,  გამონაყარი და ყელის ტკივილი. 

ცენტრის წარმომადგენლები, მოსახლეობას ინფექციის მატარებელთან კონტაქტის შემთხვევაში დროული აცრისკენ მოუწოდებენ. 14 წლამდე აუცრელი ბავშვებისა და 30 წლამდე ნახევრად აცრილი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია უფასოა.

წინა წლებთან შედარებით რეგიონში  წითელას შემთხვევები გაზრდილია.  ბოლო 3 თვის განმავლობაში 50-ზე მეტი  შემთხვევა გამოვლინდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი