მახინჯაურში დღეს საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. მის ასაშენებლად ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან 575 ათას 670 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე ბაღში 85 აღსაზრდელი ჰყავთ. შენობა ექსპლუატაციაში შუა სასწავლო წელს შევიდა, რის გამოც აღსაზრდელები სხვადასხვა ბაღებში არიან გადანაწილებული. უახლოეს დღეებში ხელვაჩაურში კიდევ ორი ბაღი გაიხსნება.