დაადებს თუ არა პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს?

15 იანვარი 2018, 00:00 2494 ნახვა

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ''მაუწყებლობის შესახებ'' კანონპროექტს ვეტოს, დღეს გახდება ცნობილი. სწორედ დღეს იწურება 10-დღიანი ვადა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ან მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნოს. ამასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრებთან, მედიაექსპერტებთან და მესამე სექტორთან შეხვედრები გამართა.

ცვლილებების მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში. “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

ამავე კატეგორიაში