ხანძრის შედეგად 5 სულიანი ოჯახი დაზარალდა

13 იანვარი 2018, 00:00 7031 ნახვა

დღეს, 13 იანვარს, ხანძარი იყო  ბესიკის 56 ნომერში. დილით ცეცხლი დვალიშვილების 5 სულიანი ოჯახის სახლზე მიშენებულ დროებით საცხოვრებელ ნაგებობას გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია  დროებითი ნაგებობა და ტექნიკა.

გამოძიება 187ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში