ხვალ ბათუმის სარაგბო კლუბი ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე პლეი-ოფის პირველ შეხვედრას გამართავს. ბათუმელები „რაგბი-არენა“-ზე რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსს“ უმასპინძლებენ.
გუნდმა მატჩისთვის მოსამზადებელი ეტაპი სრულად ჩაატარა, დღეს კი კაპიტნის ვარჯიში გაიარეს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.