კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი

11 იანვარი 2018, 00:00 2251 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო “კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსზე” მუშაობს. დაგეგმილია კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლების კატეგორიებად დაყოფა, რის მიხედვითაც განისაზღვრება რა დოზით იქნება ჩარევა დასაშვები, საუბარია რესტავრაციაზე და მასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებაზე.

ასევე გამოიყოფა ის შენობები რომლებზეც ნებისმიერი ტიპის სამუშაოს ჩატარება აიკრძალება. კოდექსის მიხედვით განისაზღვრება არამატერიალური ძეგლების ნუსხა, ასევე ზონები რეგიონების მიხედვით. დოკუმენტი პარლამენტს სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი