სოლიდარობა პანკისს! - აქცია გაიმართა თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან. სხვადასხვა არასამთავრობო და საზოგადოებრივი გაერთიანების წევრები ხელისუფლებისგან თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ.
აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მოთხოვნებს შორისაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო და საჯარო კონტროლის გამკაცრება.