თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

11 იანვარი 2018, 00:00 2621 ნახვა

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ. ცხედარი გუშინ, გვიან საღამოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში გადაასვენეს. მანამდე კი გარდაცვლილის ცხედარს თბილისში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად ვერ მოხდა განსაზღვრა, როგორი ტრაექტორიით მოხდა გასროლა. მოხდა ანაბეჭდების აღება რომელსაც ხელყუმბარიდან აღებულ ანაბეჭდებთან შეადარებენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.​

თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა- ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა წერს. გამოცემის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილი თბილისი-ვენას რეისი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა. მისი განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩაყვანას შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხე შეექმნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი