10-მდე ქუჩის კეთილმოწყობა აქვს დაგეგმილი წელს ბათუმის მერიას. ქალაქის მთავრობამ 7 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება ჯამში 6 მილიონ 188 ათას 814 ლარს შეადგენს.
სამუშაოები ძირითადად ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარე ქუჩებზე განხორციელდება. სიონის ქუჩის, ფრ. ხალვაშის მე-8 ჩიხის და შაშიკაშვილის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობის, ასევე ოპიზრების ქუჩის მონაკვეთზე შაშიკაშვილის ქუჩიდან კვინიტაძის ქუჩებს შორის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 500 753 ლარია. მაჭახელას ქუჩის კეთილმოწყობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდება, ს. მესხის ქუჩის კეთილმოწყობა სამნახევარი მილიონი ლარი.
დაგეგმილია ასევე ურეხში, ზედაღელის დასახლებაში ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები, რისთვისაც 300 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული, ჩაქვში მეზღვაურის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები 390 788 ლარი დაჯდება, ხოლო ქსენია ბახტაძის ქუჩის კეთილმოწყობის, ბახტაძის ქუჩაზე საყრდენი კედლის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 389 117 ლარია გათვალისწინებული, დაგეგმილია ასევე ხელვაჩაურში ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.