თბილისის მერის მიერ დაწუნებული კომპანია ბათუმში ორ პროექტს ახორციელებს

09 იანვარი 2018, 00:00 4202 ნახვა

შპს “საბა კონსტრაქშენის” მიერ შესრულებული სამუშაო დაიწუნა დღეს კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ რაგბის სტადიონი ხელახლაა სარესტავრაციოა, რადგან იქ რთული მდგომარეობაა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოს აშენებს, ამასთან ცოტა ხნის წინ, ასევე ბათუმში,  62 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერიც მოიგო.

ხელშეკრულება ახლახანს გაფორმდა რადგან, ბოლო რამდენიმე თვეა დავა მიმდინარეობდა. “საბა კონსტრაქშენს” დანართების წარმოუდგენლობის მოტივით შემსყიდველმა დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა კომპანიამ ეს დავა მოიგო.

ამ ტენდერში მეორე პრეტენდენტი შპს “დაგი” იყო, თუ “კონსტრაქშენი” დავას წააგებდა, ხელშეკრულება სწორედ “დაგთან” გაფორმდებოდა. რა პოზიცია აქვს კომპანიის დირექტორს და რას აცხადებენ შემსყიდველ სახელმწიფო სტრუქტურებში?  ნონა დიასამიძე და ნათია კოპალიანი მოგვიყვებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი