შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნა

09 იანვარი 2018, 00:00 3843 ნახვა

19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი - 5 პირი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ფაქტი უმოკლეს ვადაში გაიხსნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელის და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მტკვარში გადააგდო.

ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს“. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი