მწერლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შეხვედრა

05 იანვარი 2018, 00:00 2185 ნახვა

მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა. მათი განცხადებით, მიიღეს დაპირება, რომ ბორდი პირველი არხის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხზე პროცედურების დაცვით იმსჯელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია აცხადებს, რომ პოეტ ზვიად რატიანის შესახებ პირველ არხზე მასალის გაშვებისას სტანდარტები დარღვეული იყო, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეხვედრამდე ხელოვანები პროტესტის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა მოითხოვეს. შეგახსნებთ, სადავო მასალა ეხება პოეტის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, რომლებზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი ჩანს, კადრები იყო სრული მასალის ფრაგმენტი, რასაც მაუწყებელი არ აზუსტებდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი