საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა

05 იანვარი 2018, 00:00 3798 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის  ფრესკების  სარეაბილიტაციო  სამუშაოების  პროექტზე მუშაობა დასრულებულია. ხელოვნების ნიმუშთა  კონსერვაციის ცენტრის წარმომადგენლები ტაძრის მხატვრობას 2 თვის განმავლობაში სწავლობდნენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობიოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, კედლის მხატვრობა  დეტალურად შეისწვალეს.

განისაზღვრა მხატვრობის ორიგინალი  შესრულების ტერქნიკის  მახასიათებლები  და არსებული  დაზიანების  ტიპები.  ასევე, გამოიკვეთა ადგილები, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. სააგენტოს ცნობით, სამუშაოების ღირებულება 300 000 ლარია. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სამუშაოები მას შემედგ დაიწყება, რაც  ტაძრის დაზიანებული სახურავის ნაწილი შეკეთდება. პრობლემის მოგვარებას უწყება, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან ერთად  გეგმავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში