2017 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, კერძოდ ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,5 ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 2,3 პროცენტით.