განმეორებითი საგამოძიებო პროცედურა

04 იანვარი 2018, 00:00 3160 ნახვა

პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა პანკისის ხეობაში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში განმეორებითი საგამოძიებო პროცედურა ჩაატარა. ექსპერტები შემთხვევის ადგილს გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ.

დაჭრილის დის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ყველა ნივთმტკიცება ამოიღეს. ოჯახს ობიექტური გამოძიების იმედი აქვს. საქმის ექსპერტიზაში უკვე ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი.

მაია ნიკოლეიშვილმა  შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გუშინ საღამოს მოაწერა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე თუ რა ღონისძიებებს გაატარებს, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი