თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ

04 იანვარი 2018, 00:00 3363 ნახვა

მედიკოსები თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდნენ. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს, კლინიკური მენეჯერი აცხადებს, რომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს. ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახიც.

ექიმების განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი კვლავ კომატოზურ მდგომარეობაშია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თავის არეში დაიჭრა. იგი მკურნალობის კურსს თავდაპირველად თელავში, სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, მოგვიანებით კი დედაქალაქში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი