ევროპაში იშვიათი, საქართველოში კი ერთადერთი – იაპონური ტოსაინუს ჯიშის ძაღლი სახელად აკიო 2 წლისაა და ბათუმში ქართულ-უკრაინულ ოჯახში იზრდება. საქართველოს კინოლოგთა ფედერაციაში დაგვიდასტრურეს, რომ ამ ჯიშის ძაღლი, საქართველოში მეორე არავის ჰყავს, აქვე აღნიშნეს, რომ ლეკვის მინიმალური ღირებულება 2 500 ევროა.
მშვიდი, მეგობრული და სტაბილური – ასეთია აკიო, ასეთი უნდა იყოს 2018 წელიც. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ძაღლის წელი დადგა.