ბათუმში საახალწლო ღონისძიებები ხვალიდან განახლდება

01 იანვარი 2018, 00:00 3990 ნახვა

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები ხვალიდან განახლდება. ევროპის მოედანზე 12-დან 17 საათამდე საბავშვო ღონისძიებები გაიმართება, საღამოს კი ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა იმღერებს. გუშინ კი ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტი გვიანობამდე გაგრძელდა.

31 დეკემბრის ღამეს ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ადგილობრივი შემსრულებლები მღეროდნენ, კონცერტი “მგზავრებმა'' დაასრულეს. ღონისძიების პარალელურად საბავშვო გასართობი პროგრამაც იყო წარმოდგენილი. ახალი წელს ევროპის მოედანზე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ახალი წლის დადგომა ფოიერვერკით აღინიშნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი