ახალი წლის დადგომამდე ზუსტად 12 საათი რჩება, ქუჩებში სადღესასწაულო განწყობაა. დღევანდელი ღონისძიებების ძირითადი ლოკაცია ბათუმში ევროპის მოედანია.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელსაც ბოლოს კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.