‘’მნიშვნელოვანია ტელევიზიაში უსაფრთხო გარემო იყოს’’ - ზურაბ პატარაძე

29 დეკემბერი 2017, 00:00 3730 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზად არის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელსა და მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდეს.

ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ დასაქმებულებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანი საკითხია.

‘’ვიმსჯელებთ რა შეიძლება შევთავაზოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს, სად შეიძლება გამოიყოს ტელევიზიისთვის ადგილი. ეს სამუშაო პროცესია და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გამართული მუშაობისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მოთხოვნით, დღეს არხის დირექტორმა  და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა  საქართველოს პრემიერ მინისტრს, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ოფიციალური წერილით მიმართეს.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი