საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დღეს საღამოს ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძე და 33-ა იმღერებენ.. კონცერტი 21 საათზე დაიწყება. მანამადე პატარებისთვის სპექტაკლი “საახალწლო ზღაპარი” გაიმართება.
ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს გასართობი აქტივობები. დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.