დედამიწის მოსახლეობის რიცხვი პირველ იანვარს 7 მილიარდ 444 მილიონ 443 ათას 881 ადამიანს მიაღწევს. ასეთი პროგნოზი აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს.
მათი განცხადებით, 2017 წლის პირველ იანვართან შედარებით დედამიწის მოსახლეობა 78,5 მილიონით გაიზრდება, მატება 1,07%-ს შეადგენს. ბიუროს მიერ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს მსოფლიოში 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.