საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთადერთი საკითხი - ს.კ. „ზესტაფონის“ შესახებ. დღევანდელ სხდომას, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, არაერთი მოწვევის მიუხედავად, არ დასწრებია საფეხბურთო კლუბ„ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია.შესაბამისად, მსჯელობა კლუბის მომავალზე აღმასკომის სხდომაზე აღარ შედგა.
დღეს თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტის და ლეგენდარულ მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერითა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ორგანიზებით განხორციელდა. ბიუსტის გახსნის ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ. დიდი საფეხბურთო მოღვაწეს ნოდარ ახალკაცს 2018 წლის 2 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა.
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, რომელშიც მთელი ქვეყნის მაშტაბით 200-ამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრება ახალი 2 დღიანი ფორმატით გაიმართა, პირველი დღე წინასწარ შეხვედრებს ხოლო მეორე საშეჯიბრო დღე ფინალურ ორთაბრძოლებს დაეთმო. ჩემპიონ-პრიზიორები კი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მიერ განახლებულ 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ათივე წონაში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გამოცდილი მოჭიდავეები - ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრები ავიდნენ. შიდა კონკურენციის გამარჯვებულებით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები რომელიც აპრილში დაღესტანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
დღეს, თბილისის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, პირველი სატურნირო დღის შემდეგ გამარჯვებულები 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 60 კგ-ში პირველი ადგილი ლუხუმ ჩხვიმიანმა დაიკავა, 66 ში ჩემპიონი თორნიკე ნაგლიაშვილი გახდა, ხოლო 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. ხვალ კი ტატამზე მძიმე წონაში მოასპარეზე ძიუდოისტები გამოვლენ, მათ შორის საქართველოს ჩემპიონობისთვის ავთანდილ ჭრიქიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებენ.