ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვერ სრულდება

27 დეკემბერი 2017, 00:00 5306 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვერ სრულდება. მიზეზი ძლიერი ქარია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ მინსკისა და კიევის რეისები დროებით შეჩერებულია. აკრძალვა სავარაუდოდ ნახევარ საათში მოიხსნება და ფრენები 15 საათისთვის აღდგება.

მგზავრებს, რომლებიც მინსკში მიფრინავდნენ აეროპორტში ლოდინი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მოუხდათ. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

მოქალაქეები ყვებიან, რომ რეგისტრაცია ღამით სამ საათზე გაიარეს, მას შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასხდომას ელოდებიან. მათივე თქმით, კომპანია ‘’ბელავიას’’ წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მიიღეს, რა გახდა შეყოვნების მიზეზი.

მგზავრებს ეჭვი აქვთ, რომ რეისზე ხალხის საკმარისი ნაკადი არ არის და შეფერხების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს ფრენები, კიევისა და მინსკის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი