გარესამყაროს მოწყვეტილი 40 ოჯახი

26 დეკემბერი 2017, 00:00 3181 ნახვა

მესამე დღეა გარესამყაროს არიან მოწყვეტილი პანტნარი-საციხურის მცხოვრებლები. დამეწყრილ ტერიტორიაზე მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტის 2 ერთეული ტექნიკა და გზის აღდგენა სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხერხდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული გზით სკოლის მოსწავლეებიც სარგებლობენ. საფრთხე ემუქრება რამდენიმე ოჯახს. ხულოს მერიაში განმარტავენ რომ სოფელი გეოლოგებმა გუშინ შეისწავლეს და მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახებს.  

ადგილობრივების ინფორმაციით, პანტნარი და საციხური 90-იან წლებიდან მეწყერსაშიშ ზონადაა გამოცხადებული და წლების განმავლობაში რამდენიმე ოჯახი სხვადასხვა რეგიონში გაიყვანეს საცხოვრებლად.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში