ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აენთო

26 დეკემბერი 2017, 00:00 3781 ნახვა

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე გუშინ საღამოს საზეიმოდ განათდა.ბათუმის მერმა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ლაშა კომახიძემ შეკრებილებს  სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ნაძვის ხე მერმა ბავშვებთან ერთად აანთო. საზეიმო ღონისძიება ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით გაგრძელდა.

ბათუმი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით შეხვდა. განათდა 35 ქუჩა. საახალწლო დეკორაციები დამონტაჟდა როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის გარეუბნებშიც. განსაკუთრებულად მოირთო წელს ევროპის მოედანიც, სადაც ყველა შენობის ფასადი განათდა, დამონტაჟდა საახალწლო ქოხები და თაღოვანი კონსტრუქციები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი