დაკიდული ნაძვის ხე და სამგანზომილებიანი განათება ბულვარში

25 დეკემბერი 2017, 00:00 3462 ნახვა

თანამედროვე სტილის ნაძვის ხე,  სამგანზომილებიანი განათება და  საახალწლო აქსესუარებით მორთული ,,ბამბუკების ხეივანი“ - ბათუმის ბულვარი ახალ წელს სიახლეებით ხვდება. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას  ადგილობრივი ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ.

ასევე მოეწყობა სხვადასხვა ავტორის მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა. ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აენთება. წინასაახალწლოდ ბათუმის ბულვარმა 148 ათასი ლარი დახარჯა. 

ამავე კატეგორიაში