არასრულწლოვანი მოზარდის დაჭრა - მიზეზები და ვერსიები

19 დეკემბერი 2017, 00:00 3671 ნახვა

2017 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – მოზარდები და უსაფრთხოება - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლითაა დაწყებული გამოძიება 17 წლის ბიჭის საქმეზე.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ამ მოზარდთან დაკავშირებით, ინტერნეტ-თამაშებთან მიმართებით გამოძიება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. მაშინ საქმეს საფუძვლად სხვა შემთხვევები და შეტყობინებებიც ედო - გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, 2 თვის წინ გაავრცელა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში საშიში თამაშის არსებობის შესახებ რეალური ფაქტები არ არსებობდა – ეს განცხადება ოქტომბერშია გავრცელებული, როგორია გამოძიების შედეგები დღეისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

ფაქტობრივი გარემოება – რაც დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ არის შემდეგი – მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია და ოპერაციის მიუხედავად, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ის რომ, მოზარდი სავარაუდოდ საშიშ თამაშში იყო ჩართული, ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი საუბრობენ.

ინფორმირებული იყო განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. როგორც გვეუბნებიან არაფერი იცოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. რა გაკეთდა მომხდარის თავიდან ასარიდებლად? გააკეთა თუ არა რამე პრევენციისთვის შინაგან საქმეთა, ან განათლების სამინისტროებმა? ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდა დღეს “მთავარი.”

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში