''ახალგაზრდა სპიკერთა პლატფორმა''

18 დეკემბერი 2017, 00:00 3009 ნახვა

''ახალგაზრდა სპიკერთა პლატფორმა'' პროექტში  12-დან 25 წლამდე  ახალგაზრდა სპიკერები მონაწილეობენ. პირველი შეხვედრის ფარგლებში მათ უკვე ისაუბრეს თემაზე “ვინ ვარ მე”. სპიკერები აუდიტორიას საკუთარ შეხედულებებს, ანალიზს, კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებიან.

შეხვედრები, რომლის მიზანიც იდეების და გამოცდილების გაზიარებაა, ყოველ კვირას ორი თვის განმავლობაში გაიმართება და  თებერვლის ბოლოს დასრულდება. სამ საუკეთესო სპიკერს სპეციალური ჟიური გამოავლენს. პროექტის პარტნიორი ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი