საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში არსებული ყველა მომხმარებლის ანგარიში უნდა გაუქმდეს. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ტოტალიზატორებსა და კაზინოებში თამაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 21 წლის ასაკიდან შეეძლებათ.
ინიციატივით, სალაროდან ფულის გამოტანის პრაქტიკა გაუქმდება და ონლაინ ტოტალიზატორი მოთამაშეს მოგებულ თანხას მხოლოდ ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხავს.