ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს ავარიის შედეგად დაშავებული ქალი. აბუსერიძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული ჰოსპიტალიზაციისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქმე 276- ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.