დღეს ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ბათუმის "რაგბის” გუნდი რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა - სარასენსს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში "ბათუმი" ფლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
"ტიმიშოარა - სარასენსი" ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, მან სამივე განვლილი შეხვედრა მოიგო და დასკვნითი მატჩის მოგებით ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებას ეცდება. დასკვნითი ტურის წინ ბათუმის რაგბის გუნდი „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილს ინარჩუნებს.