''ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანიის''' ფარგლებში დღეს ექსკურსია მოეწყო. ცენტრის 40-მდე ბენეფიციარმა ბათუმის ღისშესანიშნაობები დაათვალიერა. გაისეირნეს ბულვარში და სტუმრობდნენ მხარეთმცოდნეობის მუზემსა და დელფინარიუმს. პროექტის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, ასევე ტარდება ტრენინგები მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კი ბენეფიციართათვის იურიდიული დახმარების გაწევაა. ''ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კაპმანია'' თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტს ''დემოკრატიის ინსტიტუტი'' პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.