მედიამონიტორების შეფასება: არჩევნებზე მედია პოლარიზებული იყო

12 დეკემბერი 2017, 00:00 4376 ნახვა

სამონიტორინგო არხებს შორის აჭარის ტელევიზია გამოირჩეოდა თემების მრავალფეროვნებით, სოციალური თემატიკის წინ წამოწევით და ადგილობრივი პრობლემების სიღრმისეული გაშუქებით. არხის ეთერში გასული სიუჟეტების უმრავლესობა იყო დაბალანსებული, მიუკერძოებელი და კრიტიკული” – ასეთია “2017 წლის ადგილობრივი  თვითმმართველობის  არჩევნების მედიამონიტორინგის” საბოლოო შედეგები.

მონიტორინგი “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ,” “სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა” და “ინტერნიუსი-საქართველომ” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარეს. დააკვირდნენ ტელევიზიებს, რადიოებს, ბეჭდურ და ინტერნეტ-გამოცემებს. მონიტორები აჭარის ტელევიზიის წინაშე მდგომ მთავარ გამოწვევად სიღრმისეული სიუჟეტების ხარისხიანად მომზადებას მიიჩნევენ. პოზიტიურადაა შეფასებული ზოგადი ტენდენცია და საარჩევნო კამპანიის გაშუქება აჭარის რადიოში, აღნიშნულია, რომ რადიოს საინფორმაციო გამოშვებები გახდა უფრო დაბალანსებული. მედიამონიტორებს მაღალი პროფესიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად აქვთ შენიშვნები და რეკომენდაციები.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი