აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 128 ათასი ლარია

12 დეკემბერი 2017, 00:00 4105 ნახვა

ახვლედიანის 12 ნომერში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი პირველადი მონაცემებით 128 ათასი ლარია. მერიაში განმარტავენ, რომ თანხის მოცულობა შეიცვლება. 

 აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მოქალაქის, მათ შორის ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მკურნალობის კურს საავადმყოფოში გადიან. ერთ-ერთი დაშავებული კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის გამოყენების წესების დარღვევას გულისხმობს.

განახლებული:

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი