''ბავშვები და მათი უსაფრთხოება ინტერნეტში''

11 დეკემბერი 2017, 00:00 3733 ნახვა

ციფრული სამყაროს უსაფრთხოება და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის – ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდის მთავარი მიზანი. UNICEF-ის წლიურ ანგარიშში ასახულია, თუ როგორია მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა წელს. ანგარიშის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები მასიურად სარგებლობენ ინტერნეტით, ძალიან ცოტა რამ კეთდება ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად.

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ მოზარდების უმრავლესობა უთანასწორო გარემოშია, რადგან კვლავ რჩება ქვეყნები სადაც ბავშვებს ინტერნეტი არ აქვთ. UNICEF-ი აღნიშნავს, რომ მთავრობები და კერძო სექტორი ჩამორჩებიან განვითარების ტემპს, რის შედეგადაც მატულობს საფრთხე. მაგალითად საქართვლოში ამ მიმართულებით ჯერ კვლევა არ ჩატარებულა, პარლამენტმა კი კანონპროექტის შემუშავება ახლახანს დაიწყო. ინტერნეტის სასიკეთო და საზიანო მხარეები

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი