ახვლედიანის 12 ნომერში 4 სართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად წინასწარი ინფორმაციით 7 ადამიანი დაშავდა და 9 ოჯახი დაზარალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა რაც ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.
დაზიანებულია სხვა საცხოვრებელი კორპუსები ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია სახურავი და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფოტო : ერეკლე სიგუა