ჰოლივუდელი პროდიუსერები აჭარაში არიან

26 ივნისი 2016, 00:00 2917 ნახვა

ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები ბათუმში იმყოფებიან. ისინი რეგიონს კინო-გადაღებითვის ადგილების შერჩევის მიზნით სტუმრობენ. პროდიუსერებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმში სხვადასხვა სანახაობა. პროდიუსერებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ უმასპინძლა. უცხოელი კინოხელოვანები რამდენიმე დღეა კინოგადაღებებისთვის ქვეყნის პოტენციალს სწავლობენ. ჰოლივუდის ცნობილი კინომწარმოებლების წარმომადგენლებმა კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის - "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულეს, მათ შორის სვანეთი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი