შტორმი სანაპიროზე და დატბორილი ქუჩები

08 დეკემბერი 2017, 00:00 2855 ნახვა

6 ბალიანმა შტორმმა დააზიანა ინფრასტრუქტურა ახალ ბულვარში. ჩამონდგრეულია პრომინადის ნაწილი, ინერტული მასალები დაყრილია საფეხმავლო ბილიკებზე. ზარალის ოდენობა ჯერ - ჯერობით უცნობია. ძლიერი წვიმის გამო კი რამდენიმე ქუჩა დაიტბორა ქალაქში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს “ბათუმის წყალი.” დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსის ეზო ლერმონტოვის 96 ნომერში, ასევე კორპუსის სარდაფი და ეზო. წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს “ბათუმის წყლის” მობილური ჯგუფები ახორციელებდნენ.  

აღნიშნულ მისამართზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც იყო გამოძახებული, თუმცა ექიმებმა სადარბაზომდე მისვლა ვერ მოახერხეს. უამინდობამ პრობლემები შექმნა წყალმომარაგებაში. აიმღვრა ჩაქვისა და ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობები, რის გამოც აბონენტებს, წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ. როგორც “ბათუმის წყალში” აცხადებენ, სათავე ნაგებობებს გაწმენდას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.

ამავე კატეგორიაში