რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა

06 დეკემბერი 2017, 00:00 3986 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აუკრძალა. მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოხმარებაა. იმ რუს სპორტსმენებს, რომლებსაც დოპინგი არ აქვთ მიღებული, ოლიმპიადაში მონაწილეობა ნეიტრალური დროშით შეეძლებათ.

რუსეთი დოპინგის გამო, ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველად ვერ მიიღებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა რუსეთში. ოლიმპიურმა ჩემპიონმა სვეტლანა ხორკინამ  მსოფლიოს შეახსენა, რომ   დიდ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს და უძლეველი არმია ჰყავს, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კი  ყველა ჩეჩენ ოლიმპიელს დააჯილდოვებს, თუმცა კორეაში ოლიმპიადაზე არ გაუშვებს. ვარაუდობენ, რომ დღეს თავის პოზიციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დააფიქსირებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი