ბათუმში პირველად მზის ენერგიაზე მომუშავე ღამის განათება მარუხისა და შაფათავას შესახვევის კვეთაში, ეკლესიის ეზოში მდებარე სკვერში დამონტაჟდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯეფ-ისა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივით განხორციელდა.
ელექტროენერგიას სკვერში სპეციალურად მოწყობილი ფანჩატურის სახურავზე დამონტაჟებული აპარატურა გამოიმუშავებს და დღის განმავლობაში დენს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას გადასცემს. ორგანიზატორების ფინროამციით, ენერგოეფექტური განათებები სამომავლოდ ბათუმის ქუჩებსა და სკვერებშიც მოეწყობა.