ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით - 50/50-ზე გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის სახელმწიფო ფონდში დაცული უნიკალური საბრძოლო იარაღები, კერძო კოლექციებში დაცული ფოტომასალა, უძველესი ტანისამოსის ასლები. გამოფენა კიდევ 3 დღეს გაგრძელდება.