ცე ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სკრინინგული ანალიზის შემდეგ პროგრამაში ჩასართავად საჭირო რაოდენობრივ კვლევას ჯანდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს. სხვა სავალდებულო კვლევები კი ისევ თანადაფინანსების პირობებით: სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70%-ით, სხვა დანარჩენისთვის კი 30 %-ით დაიფარება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე პროგრამაში 45 ათასამდე მოქალაქეა დარეგისტრირებული, მკურნალობაში 44 000-ზე მეტი ბენეფიაციარი ჩაერთო. მკურნალობის კურსი კი 38 000-მდე მოქალაქემ დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღწევს.