ავიაშოუ გაიმართა ქობულეთში “ჩელე არენაზე”, სადაც ახალგაზრდა მოდელისტებმა ხელნაკეთი საფრენი აპარატებით მოაწყვეს შოუ. ავიაშოუში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ბათუმში მოყვარულთა ეს წრე დაახლოებით 50 წლის წინ გაიხსნა. წლების წინ ეს დარგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დღეს კი მცირე დაფინანსების გამო მოზარდები საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას ვერ ახერხებენ.