‘’ნუ მომკლავ’’, ‘’დღეს ჩვენ დაუცველები ვართ’’, შემდეგი შეიძლება მე ვიყო’’, ‘’ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალს’’, ‘’მე საქართველოს მომავალი ვარ’’ - ეს მოსწავლეების მთავარი გზავნილებია. ისინი 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევასა და ქუთაისში არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტს, ამ ფორმით აპროტესტებდნენ.
სიმბოლური აქცია ქობულეთში, მუნიციპალიტეტის სხვადსხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა.
აქციაში პედაგოგები და მშობლებიც მონაწილეობდნენ.