აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს აკრედიტაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მას შეეძლება აწარმოოს ლაბორატორიული შემოწმებები სხვადასხვა მიმართულებით.
მათ შორის : წყლის, ალკოჰოლური სასმელების, ხორცისა და ხორცპროდუქტების, ასევე რძისა და რძის ნაწარმის კვლევები. აღნიშნული ცენტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბაზაზე 11 წლის წინ დაარსდა.