დაზიანებული ქვევრი IV-VI საუკუნეებით დათარიღდა

30 ნოემბერი 2017, 00:00 5094 ნახვა

თამარის დასახლებაში იმ ტერიტორიაზე, სადაც ქვევრი აღმოაჩინეს სამუშაოები დღეს მიმდინარეობდა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროცესი მათი მოთხოვნით ცოტა ხნის წინ შეჩერდა. სააგენტოს განმარტებით, სამუშაოები უნებართვო იყო, რადგან ჯერ ისევ არ მიუღიათ კომპანისგან არქეოლოგიური დასკვნა. სამშენებლო კომპანიასა და მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდოდ, უკვე დაიკითხა კომპანიაში დასაქმებულთა ნაწილიც. პარალელურად მიმდინარეობს ქვევრის რესტავრაცია. ლაბორატორიული და სამეცნიერო კვლევისას გამოიკვეთა, რომ ქვევრი 4-6 საუკუნით თარიღდება, ორნამენტებისა და ფორმების გათვალისწინებით, არქეოლოგები ამბობენ, რომ ქვევრი ბიზანტიური ეპოქისაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში